სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს გამარჯვება საამაყოა სკოლისა და თემისთვის“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე მანო სურმანიძემ ძიუდოში, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა
30-01-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად სკოლაში V კლასის მოსწავლის - მანო სურმანიძის სპორტული მიღწევებით ხარობენ. 

მანო სურმანიძე ძიუდოში, საქართველოს ვიცე-ჩემპიონია. 

29 იანვარს, თბილისში, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა 2014-2015 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი.

V კლასის მოსწავლე მანო სურმანიძემ ღირსეულად იასპარეზა, 32 კგ წონით კატეგორიაში II ადგილი დაიკავა და გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს შედეგი დიდ შრომას, ნებისყოფასა და სპორტულ კულტურას ასახავს გამარჯვებას, რომელსაც მიღმა დგას ყოველდღიური ვარჯიში, დისციპლინა და მიზნისკენ სწრაფვა.

მანო ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური.

„ვულოცავთ მანოს და მის მწვრთნელებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და გულწრფელად ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებსა და მაღალ მწვერვალებს. სკოლის დირექცია და სკოლის დირექტორი  ეკატერინე ჩიტაური დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს მანოს ამ მიღწევას და უსურვებს:ჯანმრთელობას, მტკიცე ხასიათს, სპორტულ წინსვლას, მრავალ ახალ ტრიუმფს.

ვულოცავთ ასევე მანოს მშობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი წარმატების გზაზე გვერდით დგას.

ეს გამარჯვება საამაყოა ჩვენი სკოლისა და ჩვენი თემისთვის. მანოს წარმატება ბევრ თანატოლს მისცემს მოტივაციას, იშრომოს, იბრძოლოს და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება