| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა სახელწოდებით - „ცოდნა სინათლეა“.
ვიქტორინაში ჩართულნი იყვნენ მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები. მონაწილეები გუნდებად იყვნენ დაყოფილნი, თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი. შეირჩნენ ჟიურის წევრები შეფასების რუბრიკის გამოსაყენებლად.
პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს შეეძლოთ წაეკითხათ შეკითხვები და უკეთ გაეაზრებინათ, პარალელურად მასწავლებლისგანაც ისმენდნენ ვოქტორინის საკითხებს.
მოსწავლეთა გაცემულ პასუხებს კი ჟიურის წევრები აფასებდნენ. შეკითხვები შედგენილი იყო შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით.
ვიქტორინა მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გაიხსენეს განვლილი მასალა, მათ შეძლეს მიღებული ცოდნის დემონსტრირება.ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლის დირექტორმა ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისათვის ლიტერატურული ვიქტორინა არის უდიდესი მოტივაცია, რომელიც მათ ეხმარებათ ნასწავლი მასალის გახსენებაში და ხელს უწყობს სააზროვნო უნარების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა