სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეხუთეკლასელი გამომგონებელი სვერის საჯარო სკოლიდან - ავთანდილ მუმლაძე
30-01-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ავთანდილ მუმლაძე გამოირჩევა ტექნიკური აზროვნებით, შემოქმედებითი მიდგომითა და განსაკუთრებული ინტერესით ელექტრონიკისა და STEM-ის მიმართულებით.

მიუხედავად ასაკისა, მას უკვე შექმნილი აქვს არაერთი პრაქტიკული და ფუნქციური ელექტრონული მოწყობილობა და თვითნაკეთი კონსტრუქცია.

ავთანდილის საქმიანობა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების შექმნით არ შემოიფარგლება. თუ ვინმეს ელექტრონული მოწყობილობა დაუზიანდება, ის ყოველთვის მზად არის დასახმარებლად — ინტერესით ეცნობა პრობლემას, ცდილობს დაზიანების მიზეზის დადგენას და, შესაძლებლობის ფარგლებში, შეკეთებასაც.

მისი ნიჭი, შრომისმოყვარეობა და პრაქტიკული ცოდნა ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ადრეული ასაკიდანვე ინტერესის გაღვივება ტექნოლოგიების მიმართ. ავთანდილ მუმლაძე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ცნობისმოყვარეობამ და მონდომებამ ხელშესახებ შედეგამდე მიგვიყვანოს.

სკოლა ამაყობს ასეთი მოსწავლით და მომავალშიც ხელს შეუწყობს მისი შესაძლებლობების განვითარებასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას - „გვჯერა, რომ ავთანდილ მუმლაძეს მომავალშიც არაერთი საინტერესო იდეა და მიღწევა ექნება“.

© მარიამ ცუცქირიძე, 2026. მასალის გამოყენება ავტორის მითითების გარეშე დაუშვებელია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება