| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N24 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.
eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.
პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს კი სკოლის წარმომადგენლებმა eTwinning-ის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
eTwinning-ის წლის შემაჯამებელი ღონისძიება თემაზე - „საბაზისო და სასიცოცხლო უნარები განათლებაში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა.
ღონისძიებაში ქუთაისის N24 საჯარო სკოლიდან მონაწილეობდნენ - სკოლის დირექტორი რუსუდან კარკაძე, სასწავლო ნაწილის გამგე ჯულიეტა საღარეიშვილი, პედაგოგები - გიორგი ხიჯაკაძე, ნათია მელქაძე, ირმა მონიავა, ასევე მოსწავლეები ლიზი შალამბერიძე, ტარიელ მემანიშვილი, გიორგი ჩაგანავა, ანა გეგუჩაძე და ლუკა ნუცუბიძე.
მოსწავლეებმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებით წარადგინეს პროექტები - „ჭკვიანი პარკინგი“ და „გრძნობების სენსორული რუკა“.
აღნიშნული პროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი პედაგოგები - ნატო დანგაძე და რიტა თვალაბეიშვილი.
წარდგენილი ნამუშევრები გამოირჩეოდა ინოვაციური იდეებით, ტექნოლოგიური აზროვნებით, პრაქტიკული მნიშვნელობითა და გუნდური მუშაობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სკოლის აქტიურ ჩართულობას eTwinnig-ის საგანმანათლებლო სივრცეში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო გამოცდილების გაზიარებისა და მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის წარმოსაჩენად. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საბაზისო და სასიცოცხლო უნარების ინტეგრაციის მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა