სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოცხალი გაკვეთილი ჰუმანიზმზე, თავდადებასა და ადამიანობის უზენაესობაზე-თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებმა ქართველ შინდლერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
28-01-2026
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.

eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.

საერთაშორისო eTwinning პროექტის  -The Holocaust and Human Rights ფარგლებში, თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ე. ქამუშაძემ, ე. უფლისაშვილმა, ა. ფარქოსაძემ, ნ. ღვალაძემ, ა. ჯანიკაშვილმა, ნ. ზირაქაშვილმა, ნ. ფოლადაშვილმა, ე. ეზუგბაიამ, მ. შოშიაშვილმა, ა. აზარაშვილმა და ნ. ფართლაძემ - ქართველ შინდლერთა მემორიალი მოინახულეს.

პროექტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს არ იყო უბრალოდ გასვლითი ღონისძიება, ეს იყო ცოცხალი გაკვეთილი ჰუმანიზმზე, თავდადებასა და ადამიანობის უზენაესობაზე.

მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და მოუსმინეს ჰიმნს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველ შინდლერთა ღვაწლის გააზრებას, რომლებმაც ყველაზე ბნელ დროსაც კი შეძლეს სხვების გადარჩენა.

„ჩვენი მიზანია, მოზარდებმა არა მხოლოდ ისტორიული ფაქტები შეისწავლონ, არამედ გაითავისონ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა, ისწავლონ თანაგრძნობა და დაინახონ, რომ ინდივიდუალურ გმირობას სამყაროს შეცვლა შეუძლია.

დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი დღის ორგანიზებისთვის პედაგოგებს - ეკა უჩანეიშვილსა და ქალბატონ ნონას, რომელთა ინიციატივითაც შედგა ეს დაუვიწყარი აქტივობა. დიდი მადლობა ქალბატონ მაია მღვდელაძეს ყოველთვის მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეებს ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება