| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ, ზრუნავენ მოსწავლეთა არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნაზე არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე.
აღსანიშნავია, პირველ კლასში მუსიკაში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „ააჟღერეთ და მოუსმინეთ საგნებს“, რომელსაც მუსიკის პედაგოგი მაია რიჟამაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა უყურეს ვიდეოს, სადაც ნაჩვენები იყო,თუ როგორ ამზადებენ ფერად-ფერად ჟღარუნებს, პოლიეთილენის ბოთლებით, ლობიოსა და ბრინჯის მარცვლებისგან.
მოსწავლეებმაც დაამზადეს საკრავი - ჟღარუნა. შემდეგ ეს საკრავი გამოიყენეს თავიანთ საკლასო სავარჯიშოში. ააჟღერეს საკრავი და მოუსმინეს როგორ ხმას გამოსცემს წვრილს თუ ბოხს.
მოსწავლეებს ასეთი ქმედებებითა და აქტივობებით უვითარდებათ მუსიკალური სმენა, რიტმისა და მეტრის შეგრძნება, სხარტი აზროვნება, მეხსიერება და ბოლოს შემოქმედებითი უნარები, ახლის მოფიქრებისა და შექმნის სურვილი და უნარი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა