სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემოქმედებითობითა და სადღესასწაულო განწყობით გამორჩეული ღონისძიება გომაროს საჯარო სკოლაში
26-01-2026
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია წინასაახალწლო პერიოდი, პედაგოგებმა მოსწავლეებს საინტერესო სადღესასწაულო დღეები აჩუქეს. 

გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელიც სითბოთი, შემოქმედებითობითა და სადღესასწაულო განწყობით გამოირჩეოდა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ: წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, ასევე დამსწრე საზოგადოებას გულწრფელი საახალწლო მილოცვებით მიმართეს. 

ღონისძიების ავტორი იყო მუსიკის მასწავლებელი ჟუჟუნა კახაძე, რომელმაც ეს ზღაპრული სანახაობა სხვა მასწავლებლების მხარდაჭერითა და ჩართულობით წამოადგინა. 

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, თენგიზ გობაძემ, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

როგორც სკოლაში აღნიშნავნ, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სკოლის ერთიანი და მეგობრული გარემო და შეუწყო ხელი სასკოლო საზოგადოების გაერთიანებას.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება