სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა ​დაუვიწყარი საახალწლო მეჯლისი
20-01-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ზღაპრული წინასაახალწლო დღეები აჩუქა. 

სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. რაღა თქმა უნდა, წინასადღესასწაულო დღეებში მოსწავლეებს არაერთი ღონისძიება მოუწყვეს. 

აღსანიშნავია, „საახალწლო სასწაული“ მე-5 კლასში.

„ახალი წელი სასწაულების მოლოდინის ჟამია. გული იმედით ივსება და ყველაზე ჩვეულებრივი დღეც კი ზღაპრად შეიძლება იქცეს. სწორედ ამ ჯადოსნურმა მოლოდინმა გააერთიანა მე-5ე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გულწრფელი ემოციებითა და ბავშვური ფანტაზიით გააცოცხლეს საახალწლო სასწაული“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლალი კაშიას ხელმძღვანელობით, გაიმართა დაუვიწყარი საახალწლო მეჯლისი. სცენა ნამდვილ სამეფო დარბაზად გარდაიქმნა - განათებული ნაძვის ხე, ფერადი დეკორაციები და კოსტუმირებული შოუ ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნიდა . კეთილი ფერიები ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ნაცნობ ისტორიებს ახალ სიცოცხლეს სძენდნენ და მაყურებელს აოცებდნენ მოულოდნელი გარდასახვებით:

• პეპი გრძელწინდამ ნაძვის ხე ჭერზე დაკიდა და დარბაზი გულწრფელი სიცილით აავსო;

• ბურატინო მიხვდა, რომ წიგნი ყველაზე დიდი საგანძურია;

• ფიფქიამ ბოროტ დედინაცვალს თავი დააღწია და უსაფრთხო თავშესაფარი ჯუჯების თბილ ქოხში იპოვა;

• კონკიამ ოცნების მეჯლისზე უფლისწულთან ერთად იცეკვა და ბედნიერების ზღაპრული წუთები შეიგრძნო;

• მგელმა და წითელქუდამ მტრობა მეგობრობით შეცვალეს და მაყურებელი დაარწმუნეს, რომ სიკეთეს ყველაფერი შეუძლია.

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი, სავსე სინათლით, სიხარულითა და საახალწლო სასწაულის რწმენით. გილოცავთ შობა-ახალ წელს! დაე, ეს წელი ყოფილიყოს სიხარულის, წარმატებისა და ჯადოსნური ამბის დასაწყისი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება