სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის სასწავლო- შემეცნებით ღონისძიებას შეუერთდნენ
16-01-2026
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის, სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, ბიოლოგიის მასწავლებელ შორენა გოგალაძისა და ქიმიის მასწავლებელის - თეონა ბენდიანიშვილის ხელმძღვანელობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ დაგეგმილ მასშტაბურ, სასწავლო- შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთვნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო-პრაქტიკული ბაზები და „ისტორიული ტურის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ.

ისინი გაეცნენ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიას.

შემდეგ კი უნივერსიტეტის მიკრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში, ლაბორატორიულ ვორკშოპის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბიოლოგიისა და ქიმიის გადაკვეთის წერტილები იპოვეს.

ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა ციტოლოგია, გენეტიკა და მეტაბოლიზმი, ქვევრში მიმდინარე ბიოტექნოლოგიურმა პროცესებმა სულ სხვა ელფერი შესძინა. მოსწავლეები ადგილზე დააკვირდნენ უჯრედულ სუნთქვასა და ფერმენტაციას (დუღილს), რაც მათ დაეხმარა თეორიული ცოდნა დაეკავშირებინათ პრაქტიკულ გამოცდილებასთან.

მოსწავლეებმა გააცნობირეს, როგორ გამოიყენება მეცნიერება ქვეყნის სტრატეგიულ დარგებში და რამდენად მნიშვნელოვანია, როცა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახის კედლებს სცდება.

„ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) პროფესიული ორიენტაციისკენ გადადგმული ნაბიჯიც იყო“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება