სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები გააცოცხლეს
14-01-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შექმნა.

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები გააცნეს.

მრავალფეროვანმა წარმოდგენებმა, კოსტიუმირებულმა და შემოქმედებითმა ნომრებმა ღონისძიება კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახადა. 

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ჯადოსნური ახალი წლის მოლოდინი გაუზიარეს. 

სკოლის დირექცია შობა-ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავს. 

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! 2026 წელი იყოს სიხარულის, წარმატებების, მშვიდობისა და ახალი შესაძლებლობების მომტანი ყველასთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას და უამრავ ბედნიერ წუთს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1

 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება