სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზღაპრული წინასაახალწლო დღეები ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში
14-01-2026
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ზღაპრული წინასაახალწლო დღეები აჩუქა. 

სკოლაში არაერთი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლე-მასწავლებლებმა შობა-ახალი წელი ერთად იზეიმეს. 

26 დეკემბერს, ღონისძიება, პედაგოგ ნინო ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, პირველკლასელებმა გამართეს. პატარებმა ჯადოსნური ახალი წლის მოლოდინი ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადებას გაუზიარეს. 

ღონისძიება გაალამაზა გასართობ ცენტრ „ბავშვთა პლანეტის“ პროგრამამ. ანიმატორებმა ბავშვებს მხიარული თამაშებით, მუსიკითა და აქტივობებით დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

„პატარების სიხარული, ღიმილი და დადებითი განწყობა დღევანდელი დღის მთავარი ნაწილი იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ბავშვებს ასეთი ლამაზი დღე აჩუქა“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი. 

26 დეკემბერსვე გაიმართა, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეთა საშობაო კონცერტი.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დადგეს ზღაპარი - „შობის სიზმარი“, ხოლო მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტები ქართული კინოფილმებიდან. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და საკუთარი შემოქმედებითობითა და შესაძლებლობებით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს. 

დამდეგი ახალი წელი იზეიმეს პედაგოგ ნატო კირკიტაძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმაც. 

ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და სკოლაში საოცარი საზეიმო განწყობა დაატრიალეს. 

„უღრმესი მადლობა ნანა მასწავლებელს (ნანა ფორჩხიძე), რომელმაც შეძლო, რომ ეს დღე კიდევ უფრო ფერადი, მხიარული და დაუვიწყარი ყოფილიყო ჩემი პატარებისთვის, ბედნიერი შობა ახალი წელი დაგბედებოდეთ“,- აღნიშნავს პედაგოგი ნატო კირკიტაძე და კოლეგას მადლობას უხდის. 

სკოლის დირექცია შობა-ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავს. 

„ღვთიური ზარები გაწკრიალდა და ახალი, 2026 წელი შემობრძანდა. წელი სიყვარულის, სათნოების, სიკეთის, სიხარულის!

ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ახალ წელს - ცვლილებების, უკეთესობის მოლოდინით, რომ დადგა სურვილების ასრულებისა და მიზნების განხორციელების დრო.

შობა და ახალი წელი - ეს ის დღეებია, როცა ყველა ივიწყებს დროებით დარდს, ტკივილს და თბილი გულით ხვდება სიახლეს. ახალი წელი ხომ სიახლეების მობრძანების სიმბოლოა!..

ქ. ტყიბულის N2 საჯარო სკოლა გილოცავთ ყველას ამ ბედნიერ თარიღს! ვულოცავთ ყველა ქართველ ახალგაზრდას - არაჩვეულებრივ, პროგრესულ, ნიჭიერ თაობას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ!

დაე, ეს წელი ყოფილიყოს წინა წლებისაგან სასიამოვნოდ განსხვავებული, ფერადი, წარმატების, წინსვლის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, ბევრი სასიხარულო ამბის მომტანი და, რაც მთავარია, დანდობის, მიტევების წელი!

ფეხბედნიერი ყოფილოყოს იგი ჩვენი ხალხისა და მამულისათვის!

„ახალი წელია, ავავსოთ თასები,

დავლოცოთ ეს ჭერი, ფუძე და კერია!

რეკავენ, რეკავენ, რეკავენ ზარები,

იმედის მომტანი ახალი წელია!“,- ასეთია სკოლის საახალწლო სურვილები. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, 

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება