| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში, ხორციელდება საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „ლიტერატურული პორტრეტები“ .
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ქართველ მწერლებს, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას, მათ შესახებ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს, ეს ყველაფერი კი ავტორების, მათი პერსონაჟებისა და ეპოქის გააზრებას უწყობს ხელს და კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში სკოლაში საინტერესო ვიდეორგოლი მომზადდა. ვიდეორგოლი მოგვითხრობს გიორგი ლეონიძის ერთი ლექსის ისტორიას. საუბარია ლექსზე - „არ დაიდარდო, დედაო“.
ვიდეორგოლში ისმის კითხვა თუ ვის მიუძღვნა ლექსი ბუმბერაზმა მწერალმა და გაცემულია პასუხი შემდეგ კითხვებზე - უცნობი ქართველი თუ ლევან ლეონიძე? ტრაგიკული ხვედრის ქართველი მეცნიერი, გიორგი ლეონიძის უფროსი ძმა?
აღსანიშნავია, რომ ასეთი პროექტები სკოლაში ლიტერატურას აცოცხლებს და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ტექსტი არა მხოლოდ წაიკითხონ, არამედ გაიზრონ მისი სიღრმე და მნიშვნელობა.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა