სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოვედი წელი ახალი“ - სახალისო, შემეცნებითი და შთამაგონებელი პროექტი კერძო სკოლა „ანაბასისში“ 
13-01-2026
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ წარმატებით განხორციელდა შემეცნებითი და სახალისო პროექტი - „მოვედი წელი ახალი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო:

  • საახალწლო განწყობის შექმნა;
  • ზამთრის დღესასწაულებისა და შობა-ახალი წლის ტრადიციების გაცნობა;
  • კვლევა-ძიების უნარის განვითარება;
  • ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარების ჩამოყალიბება;
  • მეტყველების კულტურის განვითარება.

მასწავლებელ თამარ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, მე-2ა კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია. მოსწავლეები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი და თითოეულმა ჯგუფმა დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით გააცნო საზოგადოებას ზამთრის დღესასწაულები და შობა-ახალი წლის ტრადიციები.

ბავშვები გამოირჩეოდნენ დახვეწილი მეტყველებით, საქმის ცოდნითა და შემოქმედებითი მიდგომით. ცეკვითა და სიმღერით მათ შექმნეს ნამდვილი საახალწლო განწყობა, ხოლო პროექტის საბოლოო პროდუქტებად წარმოდგენილი ლამაზი პოსტერები ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა.

„ვულოცავთ მე -2ა კლასის მოსწავლეებსა და მათ კლასის ხელმძღვანელს, მასწავლებელ თამარ ვეფხვაძეს, პროექტის წარმატებით განხორციელებას და დასახული მიზნების სრულად მიღწევას ეს იყო სახალისო, შემეცნებითი და შთამაგონებელი პროექტი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მათი მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება