სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქველმოქმედო კვირეული სკოლა „ცოდნაში“ 
13-01-2026
-
+


სკოლა „ცოდნა“ ტრადიციებს არ ღალატობს - საახალწლო ფესტივალის ფარგლებში სკოლა „ცოდნაში“ გაიმართა საქველმოქმედო კვირეული, რომელიც სითბოთი, თანაგრძნობითა და ერთიანობით იყო სავსე. ამ კეთილ საქმეში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები, რომლებმაც ერთობლივად შეაგროვეს პროდუქტები, ტკბილეული და თანხა.

შეგროვებული დახმარება გადაეცა გაჭირვებულ ოჯახებს, რათა ახალი წელი მათთვისაც სიხარულისა და იმედის მომტანი ყოფილიყო.

ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლა „ცოდნა“ მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე არ არის - ეს არის საზოგადოება, სადაც ადამიანური ღირებულებები და ერთმანეთზე ზრუნვა უმთავრესია.

სკოლაში ახარებთ, რომ სიკეთის გარშემო მთელი სასკოლო საზოგადოება ერთიანდება და სკოლის ღირებულებებს ყველა იზიარებს. 

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მშობლებს თანადგომისა და აქტიური მონაწილეობისთვის. ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან ნებისმიერ ინიციატივაში, რაც ჩვენთვის უდიდესი მხარდაჭერა და საამაყო მაგალითია.

ერთად ვქმნით სიკეთეს და ერთად ვაგრძელებთ კეთილი ტრადიციების შენარჩუნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება