სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩატარებული ღონისძიება ზღაპრულ დღესასწაულად იქცა
13-01-2026
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ მოსწავლეებს ზღაპრული წინასაახალწლო დღეები აჩუქა. 

29 დეკემბერს, სკოლაში გაიმართა განსაკუთრებულად მხიარული და ემოციებით სავსე წინასაახალწლო ღონისძიება - „კარნავალი 2026“, რომელიც სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეების ორგანიზებით ჩატარდა და ყველასთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი უკვე დადგა, ამ კარნავალის სითბო, ფერები და ემოციები მოსწავლე-მასწავლებლებს დღემდე მოჰყვებათ. 

ბავშვების სიხარულმა და ენერგიამ განწყობის ნამდვილი ფეიერვერკი შექმნა. ყველაფერი იყო: წითელი ხალიჩა, ფერადი და კრეატიული სამოსი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, სკეტჩები და პაროდიები. თითოეული გამოსვლა გულდასმით მომზადებული იყო და ნათლად წარმოაჩენდა მოსწავლეთა ნიჭს, თავისუფალ ფიქრსა და შემოქმედებით სილაღეს. დარბაზი სავსე იყო სიცილით, აპლოდისმენტებითა და გულწრფელი ემოციებით.

„ეს ბავშვები ნამდვილად საამაყონი არიან - ნიჭიერები, თამამები, ინიციატივიანები და თაობათა ღირსეული მემკვიდრეები. მათი სითამამე სცენაზე, იდეების მრავალფეროვნება და ერთმანეთის მხარდაჭერა გვაძლევს რწმენას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას. რაც მეტად გვახარებს მათი შემოქმედება და სიხარული, მით მეტად გვაგრძნობინებს პასუხისმგებლობასაც — შევუქმნათ მათ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარების და წინსვლის სივრცე“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მათი შემოქმედებითობა

ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის დიდი მონდომებითა და ორგანიზებულობით განხორციელდა. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საკუთარი იდეების რეალიზება და სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა. განსაკუთრებული სითბო იგრძნობოდა იმ სიყვარულსა და მადლიერებაში, რომლითაც ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიმბოლური სიგელები გადასცეს — ეს იყო გულწრფელი ემოციისა და ურთიერთპატივისცემის ლამაზი გამოხატულება.

ღონისძიებას განსაკუთრებულად ამშვენებდნენ სკოლის ახალგაზრდა, ენერგიული და შემოქმედებითი პედაგოგები, რომლებმაც ბავშვებთან ერთად შექმნეს თავისუფალი, მეგობრული და შთამაგონებელი გარემო. სწორედ ასეთი თანამშრომლობა აძლიერებს სკოლის ერთიანობას და ქმნის თბილ, მხარდამჭერ სასწავლო სივრცეს.

„კარნავალი 2026“ უკვე წარსულში დარჩენილი დღეა, თუმცა მისი სიხარული, სიცილი და ბავშვური ნათელი თვალები სასკოლო საზოგადოებას ახალ წელშიც მოჰყვება.

ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რატომ გვიყვარს ჩვენი სკოლა და რატომ არის თითოეული ასეთი შეხვედრა ფასდაუდებელი.

გილოცავთ ახალ წელს, ძვირფასო ბავშვებო და კოლეგებო!

დაე, ეს სიხარული, შემოქმედებითი მუხტი და გულწრფელი სიყვარული მთელი წლის განმავლობაში თანგდევდეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება