| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფ საყდრიონის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო სემესტრი ლამაზი და საინტერესო საახალწლო ღონისძიებით დაასრულეს.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ნანი მაკარაძის ხელმძღვანელობით გაიმართა და სკოლაში საოცარი სადღესასწაულო განწყობა დაატრიალა.
საზეიმოდ თეთრ და ოქროსფერ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა დაუვიწყარი სანახაობა უჩვენეს დამსწრე საზოგადოებას.
ახალი წელი, ახალი იმედით, რწმენითა და დიდი სიყვარულით მიულოცეს მათ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მშობლებიც, რამაც ზეიმის მნიშვნელობა გაზარდა. დიდი მოწონება დაიმსახურა კლასის ხელმძღვანელის შემოქმედებითმა მიდგომამ და მონდომებამ გაეხარებინა პატარები.
პედაგოგი მშობლებს მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულობისთვის, ბავშვებს კი კიდევ არაერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას ჰპირდება.
„როდესაც მშობლის ჩართულობას ხედავს, მოსწავლე ძლიერდება, იმატებს გამბედაობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. ჩვენ ვართ ერთი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე ოჯახი!!! მადლობა მონაწილეობისთვის და ამ დიდი სიყვარულისთვის. მრავალი ბედნიერებით სავსე წლები მოგველოცოს სრულიად საქართველოსთვის!!!“, - დიდი სიყვარულითა და პატივისცემით აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი ნანი მაკარაძე.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1,
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა