სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები რუსთავის N20 სკოლას სტუმრობდნენ
31-12-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და რუსთავის N20 საჯარო სკოლებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ მიმართული ღონისძიება გაიმართა. 

19 დეკემბერს, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები რუსთავის N20 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. 

მასპინძელმა სკოლამ გორელოვკის N3 საჯარო სკოლელებს საინტერესო ღონისძიებით უმასპინძლა. 

მოსწავლეებმა თეატრალურად წარმოადგინეს ფრაზები მათემატიკის შესახებ, ასევე მოაწყვეს მათემატიკური მხიარულ-სააზროვნო თამაშები.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს თემები - „მათემატიკა და თანამედროვეობა“, „მათემატიკა ვეფხისტყაოსანში“.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია. 

გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან რუსთავის N20 საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის.

„მადლობა მასპინძელ სკოლას - დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს! მადლობა ქალბატონ თამილა ირემაშვილს საინტერესო აქტივობისათვის! მადლობა ჩართულ მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება