სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა, ეს მედალი არა მარტო მე, არამედ თითოეულ პედაგოგს გეკუთვნით!“- გორელოვკის N3 სკოლის კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
31-12-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს რაც მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე აისახება, შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

ახლახან, სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - მარიამ ვანაძე და ანა ბერიძე ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

ახალგაზრდების წარმატებაში კი პედაგოგებს ლომის წილი მიუძღვით, რასაც კურსდამთავრებულები აფასებენ. 

მარიამ ვანაძე და ანა ბერიძე მადლობას უხდიან პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისა და მათ განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. 

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერებას, რომელსაც განვიცდი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დღევანდელი დღის არსებობაში. ეს მედალი შედეგია არა მხოლოდ კარგი სწავლის, არამედ დაუღალავი შრომის, მონდომებისა და მიზნის იმისა, რომ იყო გუშინდელ დღეზე ოდნავ მაინც უკეთესი. ამ გზაზე ბევრჯერ დავღლილვარ და უკან დამიხევია, მაგრამ ყოველთვის იყვნენ ჩემთან ის ადამიანები რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ და მახსენებდნენ ჩემს მიზანს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ზღაპრული მოგონებებით აღსავსე ადგილია, დღეს როდესაც უკვე ამ ადგილიდან შორს ვარ ვხვდები რონ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადგილია, მეორე ოჯახი, რომელიც მუდამ შეუცვლელი იქნება.

სიტყვებით სათანადოდ ვერ გადმოვცემ იმ მადლიერებას თითოეული პედაგოგის მიმართ, განსაკუთრებით ნათია კაპანაძე, პირველ რიგში უთბილესი და გასაოცარი ადამიანი, შემდგომში კი პირადად ჩემთვის ნამდვილად საამაყო დირექტორი, რომელსაც თითოეული მოსწავლის მცირეოდენი წარმატება სიამაყით ავსებს.

მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს დამრიგებლებს, პედაგოგებს ნანა შუბითიძე, ელზა გოგოლაძე, ლადონა ზედგენიძესა და ამირან მელაძეს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩემთვის შეუცვლელ თითოეულ პედაგოგს, მინდა იცოდეთ, რომ ვაფასებ თქვენს შრომას

ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის შეუცვლელ ადამიანებად დარჩით - ირა გოგოლიშვილი, ლიკა კოვზირიძე, ნაზი გოგილაშვილი. არასდროს დამავიწყდება თქვენი რჩევები, რომელთა მნიშვნელობასაც დროთა განმავლობაში დღითიდღე უკეთ ვიგებ და ვხვდები.

მადლობა სკოლის თითოეულ პედაგოგს, ეს მედალი არა მარტო მე, არამედ თქვენ თითოეულ პედაგოგს გეკუთვნით!“,- წერს ანა ბერიძე.

სკოლის დირექციასა და პედაგოგებს განსაკუთრებულ მადლობას უხდის მარიამ ვანაძე. 

„ჩემო ძვირფასო ნათია მას, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენი სკოლის თითოეულ მასწავლებელს იმ მხარდაჭერისთვის, შრომისა და თავდადებისთვის, რომელმაც ჩემი სასკოლო გზა მნიშვნელოვანი და წარმატებული გახადა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ჩემს დამრიგებლებს - ია ზედგენიძეს, ნანა შუბითიძეს, ელზა გოგოლაძეს და ამირან მელაძეს. თქვენი რწმენა, მოთმინება და მუდმივი მოტივაცია ჩემთვის დიდი ძალის მომცემი იყო. თქვენ არა მხოლოდ ცოდნა მომეცით, არამედ მასწავლეთ პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

ოქროს მედლის მიღება ჩემთვის დიდი პატივი და ამავე დროს იმ შრომის შედეგია, რომელიც თქვენთან ერთად გავიარე. ეს მიღწევა მარტო ჩემი არ არის, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა.

გმადლობთ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ მოსწავლეებისთვის და იმ ფასეულობებისთვის, რაც თქვენგან მივიღე.

ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ ყველა!“, - ვკითხულობთ მარიამ ვანაძის მადლობის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამაგისტრო გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება