| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრის მიწურულს ჯადოსნური შობა-ახალი წლის მოლოდინი განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ჯადოსნური წინასადღესასწაულო დღეები აჩუქეს.
26 დეკემბერს, 1-ელა კლასში გაიმართა ღონისძიება - „შობა გათენებულაო“. პროექტის მოსამზადებელი პერიოდი მოიცავდა სამ კვირას.
ქრისტეშობა ყველა ქრისტიანისთვის წმინდათაწმინდა დღესასწაულია, რომელსაც მოსდევს პატარებისთვის საყვარელი დღესასწაული ახალი წელი.
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ქრისტეშობის და ახალ წლის შესახებ. შეისწავლეს საშობაო და საახალწლო ლექსები, ჩანახატები.
ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა აპლიკაციის ტექნიკის გამოყენებით სხვადასხვა მასალებით (ფერადი ფურცელი, ბამბა, მძივი, თასმა, ქსოვილი) შექმნეს ანგელოზთა გუნდი, ნაძვის ხეები, საახალწლო წინდები, ხელთათმანები, თოვლის კაცუნები და სხვადასხვა საახალწლო აქსესუარები.
მუსიკის გაკვეთილებზე მოისმინეს და შეისწავლეს საშობაო და საახალწლო სიმღერები.
დასასრულს მოსწავლეები მომზადებული ღონისძიებით წარდგნენ სკოლის დირექციის, მასწავლებლების და მშობლების წინაშე.
ამ პროექტით მოსწავლეებმა განივითარეს მართლმეტყველების, მოსმენის, ყურადღების, დაკვირვების და სასცენო უნარები. დრო შინაარსიანად და ხალისიანად გაატარეს.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ირმა კობიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა