სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი წელი იწყება ჩვენით“ - შთამბეჭდავი საახალწლო პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
30-12-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ემოციებითა და ერთიანობის განცდით გაიმართა საახალწლო პროექტი - „ახალი წელი იწყება ჩვენით“, რომელშიც VII–XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტის ორგანიზატორებმა - ნათია სვიმონიშვილმა, თამილა ნადირაშვილმა და ნანა გახოკიძემ, მოსწავლეებთან ერთად, შექმნეს მრავალფეროვანი და აზრიანი პროგრამა, სადაც შემოქმედება და მოქალაქეობრივი პოზიცია ერთ სივრცეში გაერთიანდა.

სცენაზე ერთმანეთის მონაცვლეობით წარმოჩნდა სხვადასხვა კლასის მონდომება: პრეზენტაციები საახალწლო ტრადიციებზე, მუსიკალური ნომრები, თეატრალიზებული სცენა, ცეკვები („აჭარული“, „მთიულური“, „ვალსი“, „ლაზური“), ფლეშმობი და სიმღერები, რამაც დარბაზი გაათბო და ჯადოსნური ახალი წლის მოლოდინი გაამძაფრა. 

ღონისძიება სავსე იყო სასიამოვნო სიურპრიზებით, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა XII კლასის დამრიგებლის - ფიქრია ბუჩუკურისა და სკოლის დირექტორის - ეკატერინე ჩიტაურის შესრულებული სიმღერა „თოვლი მოდის“. მუსიკალურ ნომერს მთელი სასკოლო საზოგადოებას შეუერთდა. „ეს იყო გულწრფელი წუთები, როცა სცენა და დარბაზი ერთ დიდ ოჯახად გადაიქცა“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.

დასასრულს ქალბატონმა ეკატერინემ მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილეს იმ თბილი და ბედნიერი გარემოსთვის, რომელიც ერთობლივი შრომით შეიქმნა და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს შემოქმედებით გზაზე. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცათ ღონისძიების ორგანიზატორებს, კლასების დამრიგებლებსა და მათ კლასებს, დაჯილდოვდნენ ღონისძიების წამყვანებიც - გამორჩეული მოსწავლეები - მე-9 კლასელი  სოფია სარდალაშვილი და მე-10 კლასელი  ნინო ბაბაჯანაშვილი.

სკოლის დირექცია გულით მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, მოსწავლეებს, დამრიგებლებსა და მშობლებს, ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისა და ერთსულოვნებისთვის. 

„თქვენი მონდომებით ეს დღე ფერადი, ლამაზი და ემოციებით სავსე გახდა. თქვენი ყურადღება და შეფასება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ახალი წელი მხოლოდ დღესასწაული არ არის, ეს არის სითბოს, სიყვარულისა და რწმენის გაზიარების საუკეთესო დრო. გილოცავთ დამდეგ 2026 წელს, მშვიდობას, სიკეთეს და წარმატებებს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება