სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კინოს დაბადებიდან ქართულ ეკრანამდე“- ​საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება თბილისის N106 საჯარო სკოლაში
30-12-2025
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება - „კინოს დაბადებიდან ქართულ ეკრანამდე“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური, კულტურული და ესთეტიკური ცნობიერების ამაღლება, ხელოვნების მიმართ ინტერესისა და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავება.

პროექტი ხელოვნების პედაგოგის - ხათუნა რობაქიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

როგორც პედაგოგი გვიყვება, ღონისძიება დაეფუძნა კინოს ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებს - მე-19 საუკუნის ბოლოს დაწყებულ ეპოქას, როცა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა მოძრავ გამოსახულებას სული შთაბერეს და 1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში პირველი საჯარო კინოჩვენება გაიმართა. ეკრანზე წარმოდგენილმა, ერთი შეხედვით, უბრალო კადრებმა - ქარხნიდან გამოსული მუშები და მატარებლის შემოსვლა სადგურში, სულ ახალი გვერდი გადაშალა კაცობრიობის კულტურულ ისტორიაში და ახალი ხელოვნება შექმნა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ როგორ გავრცელდა კინოს ხელოვნება მსოფლიოს მასშტაბით და როგორ მოაღწია მან საქართველომდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 1908 წელს გადაღებულ ფილმს - „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც ქართული კინოს პირველი ისტორიული ნაბიჯად არის აღიარებული. მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ გახდა კინო ჩვენს კულტურაში ეროვნული იდენტობის, ემოციის, ტრადიციისა და სულიერების ამსახველი მნიშვნელოვანი ხელოვნება.

ღონისძიება ჩატარდა ინტერაქტიული ფორმატით: მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, წაიკითხეს საკუთარი ნააზრევი ტექსტები კინოს შესახებ და იმსჯელეს ხელოვნების როლზე ადამიანის ცნობიერების განვითარებაში.

„ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეები აღიზარდონ განათლებულ, ინტელექტუალურ და კულტურულად მგრძნობიარე პიროვნებებად - ადამიანებად, რომლებიც აფასებენ ხელოვნებას და ხედავენ მის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ღონისძიებამ გაზარდა ინტერესიც, პასუხისმგებლობაც და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სურვილი.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას და აძლიერებს მათ კულტურულ განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება