| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წინასაშობაო-საახალწლო კვირეულის ფარგლებში, არაერთი ზღაპრული ღონისძიება გაიმართა.
მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება წარმოადგინეს სკოლა-გიმნაზიის IVა კლასის მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებას სითბოთი და ემოციებით სავსე წუთები აჩუქეს.
პატარა შემსრულებლებმა სცენაზე სიტყვა და მუსიკა გააერთიანეს. ლიტერატურულ ტექსტებს თან ახლდა მუსიკალური ნომრები, რომლებიც წარმოდგენის შინაარსს კიდევ უფრო ამდიდრებდა.
მოსწავლეთა ენთუზიაზმმა და შემოქმედებითობამ ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.
წარმოდგენამ წინასაშობაო-საახალწლო განწყობა გაამძაფრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსგავსი აქტივობები სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა - ეკატერინე ხეჩუაშვილმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა