სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საოცრებათა ახალი წელი“ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში 
29-12-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში საახალწლო დღე ნამდვილ საოცრებად იქცა. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთად შექმნეს ჯადოსნური, თბილი და სიყვარულით სავსე გარემო, რომელმაც ყველა დამსწრე გააერთიანა და განსაკუთრებული ემოციებით აავსო.

საახალწლო პროექტი - „საოცრებათა ახალი წელი“ ერთდროულად იყო სიხარულის, ტრადიციების პატივისცემისა და შემოქმედების ზეიმი. ეს იყო დღე, როცა ბავშვებმა სცენაზე არა მხოლოდ სიმღერა, ლექსი და ცეკვა წარმოადგინეს, არამედ საკუთარი გულწრფელი ემოციებით ახალი წლის ჯადოსნური სული გააცოცხლეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა მიწვეული სტუმრების მიბრძანება.

„ქალბატონი მაკა ჯანაშვილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ქალბატონი ნინო კაჭკაჭაშვილი- რესურსცენტრის იურისტი, ქალბატონი თეა სხირტლაძე- დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის დირექტორი და სოფელ სამთაწყაროს მამაო იაკობი, რომელთა სტუმრობა დიდი პატივი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. მათი შეფასება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი სკოლისათვის, ისე მთელი სასკოლო საზოგადოების, თემისა და მომავალი ინიციატივების გასაძლიერებლად“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I–VI კლასების დამრიგებლები და მათი მოსწავლეები. თითოეულმა კლასმა თავისი უნიკალური ნომრით ღონისძიებას განსაკუთრებული ფერები და სითბო შემატა:

• I კლასი — ლია მეხრიშვილი;

• II კლასი — განგა ჭუჭუხაშვილი;

• III კლასი — რიტა ოთარაშვილი;

• IV კლასი — მარიამ ტაბატაძე;

• V კლასი — თამილა ნადირაშვილი;

• VI კლასი — დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელი.

„საქართველოში ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია. ის სიხარულს, იმედსა და ბედნიერებას გვმატებს, აერთიანებს ოჯახებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს ტრადიციების ფასს. სკოლაში ახალი წლის აღნიშვნა კი ბავშვებისთვის ერთგვარი ჯადოსნური სამყაროა, სადაც ისინი საკუთარ შესაძლებლობებს ავლენენ, თანამშრომლობას სწავლობენ და ყველაზე ნათელ მოგონებებს აგროვებენ.

ჩვენი პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო: ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა და ქართული ტრადიციების სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება.

ღონისძიება სავსე იყო სასიამოვნო სიურპრიზებით. განსაკუთრებით IV კლასის დამრიგებლის ქალბატონი მარიამ ტაბატაძის ჩართულობა მოსწავლეთა სასცენო ნომერში. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ახალი წლის სული, ხოლო დარბაზში თოვლის პაპის გამოჩენა და ბავშვებისთვის საჩუქრების დარიგება ყველაზე ემოციურ და ბედნიერ წუთებად იქცა. ეს იყო მომენტი, როცა თითოეული პატარა გულით გრძნობდა: ახალი წელი არის სითბო, სიხარული და ერთმანეთის გახარება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები და მიწვეული სტუმრები.

ღონისძიების დასრულებისას ქალბატონმა ეკატერინემ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს იმ თბილი და ბედნიერი გარემოსთვის, რომელიც მათ ერთობლივი შრომით შექმნეს და თითოეულ მონაწილეს წარმატებები უსურვა შემოქმედებით გზაზე.

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა მადლობის სიგელები გადასცა ღონისძიების ორგანიზატორებს - ფიქრია ბუჩუკურს, დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელს და ლია მეხრიშვილს; ასევე კლასის დამრიგებლებსა და მათ კლასებს, ყველაზე საპატიო სტუმარს-თოვლის პაპას და 2026 წლის მეკვლეს.

დასასრულს სტუმრებმა ღონისძიების შესახებ უკუკავშირი გააკეთეს, დადებითად შეაფასეს სკოლის, დირექციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთიანობა და ყველას მოგვილოცეს ბედნიერი და წარმატებული დამდეგი 2026 წელი.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, დაწყებითი კლასების დამრიგებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომელთა მონდომებამ ეს დღე ფერადად, ლამაზად და ემოციებით სავსედ აქცია.

„მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერისა და მობრძანებისთვის. თქვენი ყურადღება და შეფასება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ეს იყო დღე, როცა ყველამ იგრძნო: ახალი წელი არა მხოლოდ დღესასწაულია, არამედ სითბოს, სიყვარულისა და რწმენის გაზიარების საუკეთესო დრო. გილოცავთ დამდეგ 2026 წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამაგისტრო გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება