| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში დამდეგი ახალი იზეიმეს.
ამ ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
სასკოლო საზოგადოებამ კი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა დამდეგი, 2026 წელი.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ჰასმიკ დუმოიანმა და მალვინა ამირხანიანმა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ყოველთვის ზრუნავენ და ბავშვებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა