| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს.
25 დეკემბერს, სკოლაში სადღესასწაულო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები და საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ინსცენირებები.
ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების შემოქმედებითი უნარები და სკოლაში განსაკუთრებული სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა