| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა.
სკოლის 1-ელია კლასის მოსწავლეებისათვის სკოლის დირექტორმა და ამავე კლასის პედაგოგმა, გაიანე კარახანიანმა, საოცარი საახალწლო გარემო მოაწყო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე ღონისძიება წარმოადგინა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ.
ჯადოსნურმა საახალწლო თემატიკამ, ზღაპრის გმირებმა, თოვლის ბაბუასთან შეხვედრამ და ორ ენაზე - ქართულად და სომხურად შესრულებულმა სასცენო ნომრებმა ღონისძიებას ზღაპრული ელფერი შესძინა და მსმენელს დაუვიწყარი შთაბეჭიდლებები აჩუქა.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა - გაიანე კარახანიანმა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ხელმძღვანელმა სასკოლო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი უსურვა ახალქალაქის N4 საჯარო სკოლასა და სრულიად საქართველოს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა