სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფიროსმანი“ - შთამბეჭდავი ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო თბილისის N115 საჯარო სკოლაში 
26-12-2025
-
+


თბილისის N115 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“. ღონისძიებაში მე-43 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, იდეის ავტორი კი გახლდათ კლასის დამრიგებელი ფიქრია აქიაშვილი, რომლის კრეატიულმა აზროვნებამ და მიდგომამ ღონისძიება შემოქმედებით დღესასწაულად აქცია. 

გემოვნებით, სწორად შერჩეული მუსიკა და სიმღერები ეკუთვნის მუსიკის პედაგოგ ინგა ბარამიძეს, ხოლო სწორი რეჟისორული გადაწყვეტა ხელოვნების პედაგოგს - ლია ჩაკვეტაძეს.

„ნიკო ფიროსმანის ცხოვრების დაწერა ძალიან ძნელია, რომელიც ჩვენს თვალწინ ჩვენთვის შეუცნობი და დაუფასებელი წავიდა. სწორედ ფიროსმანის ბიოგრაფიული ცხოვრება, მისი მრავალმხრივი სამხატვრო შემოქმედება, გაუხარელი ყმაწვილკაცობა, უიღბლო სიყვარული და იდუმალი გარდაცვალება წარმოაჩინეს მოსწავლეებმა.

მათ ბავშვური უშუალობით, სიყვარულით და გულწრფელობით, კითხვა-პასუხის საშუალებით გააცოცხლეს ფიროსმანის ნახატები და მნახველს კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რა შეძლო ფიროსმანმა, რომელმაც შექმნა ნამუშევრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის შეუფასებელ საგანძურს წარმოადგენს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება