| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგები ღია გაკვეთილებს ხშირად ატარებენ, რაც ემსახურება როგორც საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებას, ისე პედაგოგიური პრაქტიკის განვითარებასა და თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას.
ახლახან, შუასურების საჯარო სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა შემაჯამებელი ღია გაკვეთილი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე „უხსოვარი დროის ამბები“.
სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები პედაგოგის შეთავაზებულ მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ და ასევე წარმოადგინეს საინტერესო კომპლექსური დავალება. მოსწავლეებმა სასწავლო თემაზე მაკეტები შექმნეს და საინტერესო პრეზენტაციებიც გამართეს.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და ისტორიის მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა