სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი საახალწლო სანახაობა 
29-12-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში დამდეგი ახალი წელი იზეიმეს. 

25 დეკემბერს, სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების შემოქმედებითი უნარები და სკოლაში განსაკუთრებული სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნა.

სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი ქართველმა თოვლის ბაბუამ მიულოცა. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა, ნინელი სამსიანმა, რომელსაც სკოლაში შემოქმედებითი მიდგომისა და ბავშვების გახარებისთვის მადლობას უხდიან. 

„დიდი სიხარულით და ხალისით გავაცილეთ ძველი წელი და შევეგებეთ ახალი წლის მობრძანებას. კალის საჯარო სკოლაში ჩვენი სკოლის უნიჭიერესი მოსწავლეები, მასწავლებლები და დამსწრე საზოგადოება! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! დაე, ფეხბედნიერი იყოს 2026 წლის მობრძანება! ულევი წარმატებები და წინსვლა ყოველ კეთილ საქმეში! მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი სკოლის დირექტორის ბატონ რაულ გულბანის, მთელი პედკოლექტივის და ჩვენი უნიჭიერესი ბავშვების მიმართ! რადგან ასეთი ლამაზი დღე ურთიერთმხარდაჭერით და მონდომებით აღვნიშნეთ... მადლობა თეა მასწავლებელო ამ პატარებს რომ ახალი იდეების და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების ფართო არჩევანი მიეცით და ამ მცირე დროში სასურველი შედეგი დადეს... ასევე უღრმესი მადლობა ბატონ ერეკლე მარგველანს ჩვენი დახმარებისთვის, ჩვენი თოვლის ბაბუა ტრადიციული სამოსით, ქართული ჩოხა-ახალუხით შეგვიმოსა! უდიდესი მადლობა კი ჩვენს პატარებს ასეთი მონდომებისთვის და ძალისხმევისთვის... მათ დაამტკიცეს რომ საუკეთესონი არიან, მიყვარხართ და მეიმედებით...მადლობა ყველას ამ ლამაზი დღისთვის! ბედნიერი დამდეგი შობა ახალი წელი სრულიად მთელ სამყაროს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება