| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ლია ჩიტიაშვილთან ერთად, დეკორატიული მცენარეების სანერგეს - გარდენია-შევარდნაძეს“ ესტუმრნენ.
გასვლითი ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ბავშვებში ბუნებისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება, მცენარეთა მოვლისა და მოფრთხილების მნიშვნელობის გაცნობიერება. ბაღის მრავალფეროვანმა მცენარეებმა და ბუნებრივმა დეკორაციებმა პატარებში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „მწვანე გაკვეთილში”, სადაც საკუთარი ხელით მოხატეს ქოთნები, გაეცნენ დეკუპაჟის ტექნიკას და ქოთნებში ჩარგეს ყვავილები.
დარგული მცენარეები ბავშვებმა შინ წაიღეს, რაც მათთვის ბუნებაზე ზრუნვის გაგრძელების პირად პასუხისმგებლობად იქცა.
„ვფიქრობთ, პრაქტიკულმა გამოცდილებამ ბავშვებს ასწავლა, რომ გარემოზე ზრუნვა ყოველდღიერი ქმედებებით იწყება და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა