| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

24 დეკემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა სუფევდა.
ქართული ენის მასწავლებლის, თეა გიგიტაშვილის ინიციატივითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სკოლის ეზოში ფლეშმობი გაიმართა.
მიუხედავად ზამთრის სიცივისა (-10° C ), მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს რამდენიმე ცეკვა. ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი მრავალფეროვანმა კოსტიუმებმა შესძინეს - აშკალის სკოლას თითქოს ფილმის, წიგნისა და ზღაპრების პერსონაჟები ესტუმრნენ. მაყურებლის წინაშე წარდგნენ: ჯეკ ბეღურა, ჰარი პოტერი, ჩარლი ჩაპლინი, განგსტერის პერსონაჟი და მშვენიერი თოვლის დედოფლები, რომლებმაც წარმოდგენა მეტად სანახაობრივად აქციეს.
აღსანიშნავია, რომ აშკალის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას. მათი ინტერესები კი მხარდაჭერილია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა