სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, ქველმოქმედების მიზნით, საშობაო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
25-12-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად, სულიერ ფასეულობებს, სიკეთის კეთებასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან. 

ახლახან, მე-4ა კლასის დამრიგებლის - ელენე მიროტაძის ორგანიზებით, მოეწყო თბილი და სიხარულით სავსე საშობაო გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სასკოლო საზოგადოების ერთიანობა, შემოქმედებითი სული და ქველმოქმედების მნიშვნელობა.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ არა მხოლოდ მე-4ა კლასის მოსწავლეები, არამედ სხვა კლასების ბავშვებიც, რამაც გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული მასშტაბი და მრავალფეროვნება შესძინა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-6ა კლასის მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლის, ანა ხელაიას თანადგომა და აქტიური მონაწილეობა. საგამოფენო სივრცე სავსე იყო სადღესასწაულო განწყობით, ბავშვების სიხარულითა და სტუმრების ინტერესით.

გასაყიდად წარმოდგენილი იყო მშობლების მიერ სიყვარულითა და ზრუნვით მომზადებული სხვადასხვა სახის ტკბილეული და საკვები: ნამცხვრები, დონატები, ფელამუში, ჩურჩხელა, ქათმის ბურგერები და მრავალი სხვა საშობაო გემრიელობა. თითოეულ დახლს თან ახლდა ბავშვების ენთუზიაზმი და სურვილი, საკუთარი წვლილი შეეტანათ კეთილ საქმეში.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატების გამოფენამ, რომელიც მოეწყო ხატვის მასწავლებლების — ქეთევან დევნოზაშვილისა და ნინო ცარციძის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად ნამუშევრები მხოლოდ საგამოფენო დანიშნულებით იყო წარმოდგენილი, თუმცა სტუმრების მხრიდან დიდი მოწონება და ინტერესი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ნახატების ავტორებთან შეთანხმებით მათი გაყიდვაც გადაწყდა. ეს გადაწყვეტილება ბავშვებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გახდა – როგორ შეიძლება შემოქმედება სიკეთის სამსახურში ჩადგეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მთლიანი შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„საშობაო გამოფენა-გაყიდვა იქცა არა მხოლოდ სადღესასწაულო აქტივობად, არამედ სიკეთის, თანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის ცოცხალ მაგალითად.

აღნიშნული ინიციატივა ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების თანამშრომლობა საერთო ღირებულებების გასაზიარებლად და მომავალი თაობის სწორად აღსაზრდელად. ასეთი ღონისძიებები ბავშვებს უყალიბებს გულმოწყალებას, პასუხისმგებლობას და ერთმანეთის მხარდაჭერის სურვილს – იმ ფასეულობებს, რომლებიც საშობაო სულისკვეთების არსს წარმოადგენს“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება