სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდებშიც ბავშვური სიხარული ცოცხლობს“-ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის №23 სკოლის მე-4 კლასელებმა წინასახალწლოდ რესურსცენტრის ხელმძღვანელს უმასპინძლეს
25-12-2025
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-4დ კლასისთვის 24 დეკემბერის გაკვეთილები მართლაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

სკოლას და კეძოდ მე-4დ კლასს (პედაგოგი ნანა გოგიტაური) სტუმრობდა რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, რომელმაც ბავშვებთან ერთად ნამდვილი წინასაახალწლო განწყობა შექმნა.

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი, რამაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საზეიმო ელფერი შესძინა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სტუმრობა, გულწრფელი ემოციურად დატვირთული იყო. ნათლად გამოჩნდა, რომ დიდებშიც ბავშვური სიხარული ცოცხლობს, ეს გრძნობა კი ყველას ერთნაირად ედება გულზე.

მოსწავლეებმა წინასაახალწლო თემაზე საინტერესო შეკითხვები დასვეს, კლასიკოსების ლექსები წაიკითხეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ბოლოს ერთ-ერთი მოსწავლის - სანდრო კეჩხუაშვილის სურვილითა და ინიციატივით - მეგობრობის ფიციც დადეს.

„ეს დღე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ეს არის სითბოს, ურთიერთგაგებისა და სიხარულის სივრცე, სადაც ახალი წლის მოლოდინი ყველას გვაერთიანებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება