| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯარებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.
საბაზო საფეხურის მოსწავლეები მოახლოებულ ახალ წელს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით ხვდებიან.
23 დეკემბერი კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო მათ სასკოლო ცხოვრებაში.
კლასის დამრიგებლების ხელმძღვანელობით, ბავშვებმა გულმოდგინედ მოამზადეს საშობაო ზეიმი „წელიწადო ახალო“.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე წარმოადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და თემის სხვა წარმომადგენლები. სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. უსურვა ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერი ახალი წელი და ახალი სიმაღლეების დაპყრობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა