| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის I კლასში დაწყებითი კლასის პედაგოგმა -ხათუნა ხეცურიანმა საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „ჩვენი ეზო“.
გაკვეთილი გამოირჩეოდა მიზანმიმართულად დაგეგმილი, მრავალფეროვანი შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობებით, რომლებიც ორიენტირებული იყო მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე.
სწავლების პროცესში, პედაგოგმა ეფექტურად გამოიყენა აქტიური სწავლების მეთოდები, რაც ხელს უწყობდა მოსწავლის ჩართულობას, დამოუკიდებელი აზროვნების, დაკვირვებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას.
გაკვეთილი წარიმართა პოზიტიურ, თანამშრომლობით გარემოში და ნათლად წარმოაჩინა პედაგოგის პროფესიული კომპეტენცია, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დაგეგმილი სწავლების უნარი და სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების ეფექტიანი გამოყენება.
საჩვენებელი გაკვეთილი იყო შედეგზე ორიენტირებული, საინტერესო და შინაარსობრივად გამართული. გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის ჯგუფის წევრები.
გაკვეთილი შეფასდა დადებითად.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები და მოსწავლის მონდომება.
„წარმატებას ვუსურვებთ ხათუნა მასწავლებელს და პირველი კლასის მოსწავლეს - ანა ჭაბუკიანს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა