სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლის მე-8 კლასელებს ქიმიისა და მათემატიკის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
25-12-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სტრატეგიებსა და თანამედროვე მეთოდებს მიმართავენ. 

16 დეკემბერს, დეხვირის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და მათემატიკაში.  

გაკვეთილს უძღვებოდნენ პედაგოგები - მადონა ბენდელიანი და ლამზირა ონიანი. 

გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა პროცენტისა და პროპორციის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის პროცესში, ნივთიერებებსა და ხსნარებში მასური წილის დათვლა, კვლევითი და ექსპერიმენტული უნარ-ჩვევების განვითარება და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრანსფერი.

მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე წყვილებში, ჩაატარეს ექსპერიმენტები და შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციებიც გამართეს. 

მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ განსაზღვრული შეფასების რუბრიკების საფუძველზე. 

პედაგოგებმა უზრუნველყვეს სისტემური უკუკავშირი და პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი.

გაკვეთილის ბოლოს შეჯამდა შესწავლილი საკითხები და მოხდა მოსწავლეთა თვითშეფასება შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით. 

სასწავლო გარემო ორგანიზებული იყო გაკვეთილის მიზნებისა და აქტივობების შესაბამისად. 

გაკვეთილის დასრულების შემდეგ ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებმა განიხილეს გაკვეთილის ძლიერი მხარეები და გასაუმჯობესებელი საკითხები.

 საგნის მასწავლებლებმა ჩაატარეს საკუთარი საქმიანობის თვითშეფასება.

„გაკვეთილი შეფასდა დადებითად! წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოტივირებულ და ენერგიულ მოსწავლე-მასწავლებლებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება