სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვიაროთ სიკეთის გზაზე​​“- ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია
24-12-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად კაცთმოყვარეობას, ემპათიასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან და მომავალ თაობას სწორ ღირებულებებზე ზრდიან. 

ამის ნათელი მაგალითია STEAM კლუბ „ინოვატორების“ წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია. 

სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს STEAM კლუბი „ინოვატორები“, რომლის ხელმძღვანელია სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე.

კლუბში ჩართულია სკოლის 24 მოტივირებული მოსწავლე, რომლებიც დიდი ინტერესით ეცნობიან STEAM მიმართულებებს და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე ზრუნავენ.

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის ინიციატივითა და კლუბის ლიდერი მოსწავლეების ორგანიზებით, სკოლის საზოგადოებაში გაიმართა ორდღიანი საახალწლო საქველმოქმედო აქცია თემაზე: „ერთად ვიაროთ სიკეთის გზაზე“.

აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და მას აქტიურად შეუერთდნენ როგორც მოსწავლეები, ისე მთელი სკოლის პედაგოგიური კოლექტივი.

მოსწავლე-მასწავლებლებმა საახალწლო ნობათები გადასცეს რამდენიმე ოჯახს. 

„გადმოცემა მართლაც რთულია იმ ემოციებისა, რაც საჩუქრების გადაცემის დროს მივიღეთ - სიხარული, მადლიერება და ადამიანური სითბო, რომელიც ყველას გულში დარჩა. 

დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ვინც ამ კეთილ საქმეში ნებაყოფლობით ჩაერთო. მადლობა ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ თამარს სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელს ირმა ყეინაშვილს გვერდში დგომისა და მუდმივი
მხარდაჭერისთვის. ეს სწორედ ის მომენტებია, როცა ჩვენს თაობას უნდა ვასწავლოთ თანადგომა,
სიკეთის კეთება და ზრუნვა სხვებზე, რათა გავახაროთ ისინი, ვისაც ეს ყველაზე
მეტად სჭირდება. ერთად შეგვიძლია მეტი სიკეთე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება