| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული წინასაშობაო-საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.
IVბ კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააერთიანეს სიტყვა და მუსიკა, პოეზია და სიმღერა, რითაც დამსწრე საზოგადოებას შობისა და ახალი წლის სითბო და სიხარული გაუზიარეს. შესრულდა საახალწლო და საშობაო თემატიკის ლექსები, მუსიკალური ნომრები და მცირე სცენური კომპოზიციები.
მოსწავლეებმა ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავენ, წინასაახალწლო-საშობაო დღეები კი ტრადიციულად დატვირთულია სადღესასწაულო ღონისძიებებითა და აქტივობებით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა