სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
24-12-2025
-
+


19 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ეზოში გაიმართა საახალწლო კარნავალი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება.

ამ დღისთვის სკოლა-გმინაზიაში საგანგებოდ მოემზადნენ. როგორც გიმნაზიაში გვეუბნებიან, ეზოს ღია სცენაზე ერთი კვირა მიმდინარეობდა 6-მეტრიანი საახალწლო „ნაძვის ხის“ რკინის კონსტრუქციებისა და განათების მონტაჟი. სამი დღით ადრე კი გამოცხადდა, რომ ჩატარდებოდა საახალწლო კარნავალი და ნაძვის ხე საზეიმოდ აინთებოდა. 

„ამ გრანდიოზულ დღეს კი წინ უძღოდა კლასებში, მაღალმხატვრულ დონეზე მომზადებული საახალწლო ღონისძიებები, რაც გვაძლევდა იმის იმედს, რომ სახელდახელო რეპერტუარის შედგენა არ გაგვიჭირდებოდა, ამას ემატებოდა ხელოვნების სკოლა-პანსიონის სახელოვნებო კლასების რეპერტუარიც“,- გვიყვებიან სკოლაში. 

საღამოს 17 საათისათვის სცენაც და გახმოვანების აპარატურაც მზად იყო საზეიმო სანახაობის დასაწყებად, ამ დროისათვის უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი გიმნაზიის ეზოში, აქ იყვნენ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, თანამშრომლები, ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლი, მეზობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და სტუდენტები, ლოტკინის უბნის მოსახლეობა.

წამყვანებმა სიტყვა გადასცეს გიმნაზიის რექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს, რომელმაც დალოცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა კარნავალის მონაწილეებს და მობრძანებულ სტუმრებს.

საახალწლო კარნავალში მონაწილეობდნენ გიმნაზიის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

შებინდებისას საზეიმოდ, ოვაციების ფონზე აინთო გიმნაზიის მთავარი ნაძვის ხე. ზეიმი გვიანობამდე გაგრძელდა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

„ყველამ, დიდი შთაბეჭდილებებით ნასიამოვნებმა დატოვა გიმნაზიის ტერიტორია“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ლამაზი და განათებული ნაძვის ხე, აღმართული იქნება 2026 წლის 20 იანვრამდე და მსურველებს, (სკოლებს, საბავშვო ბაღებს, კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, დირექციათან შეთანხმებით შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ საკონცერტო სივრცე და გამართონ ღონისძიებები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.

„ამ საახალწლო სანახაობით, კიდევ ერთი ზეიმი დამკვიდრდა გიმნაზიაში, რომელიც უფრო მრავალფეროვნად და დახვეწილი ფორმით ჩატარდება ყოველწლიურად“,- აღნიშნავენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება