სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თანატოლგანმანათლებლობა ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში
24-12-2025
-
+


თანატოლგანმანათლებლობა - თანამშრომლობითი სწავლების სახეა, სადაც მოსწავლეები ერთად მუშაობენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს საგანმანათლებლო მოგზაურობაში. ეს მეთოდი, როგორც თანამედროვე განათლების ქვაკუთხედი, ფართოდ
არის დანერგილი ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში. ამ სტრატეგიას იყენებს თითქმის ყველა კათედრა, რა დროსაც უფროსკლასელები უზიარებენ უმცროსკლასელებს საგანმანათლებლო გამოცდილებას, რაც მრავალმხრივ სარგებელს იძლევა. იგი აძლიერებს არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას, არამედ ავითარებს სოციალურ უნარებს და პიროვნულ ზრდას.

აღნიშნულ სტრატეგიას, არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად, ხშირად მიმართავენ კლასის ხელმძღვანელები სადამრიგებლო ღონისძიებების დროს.

ამ დღეებში სკოლის მე-7ა კლასის დამრიგებელმა ხათუნა ებანოიძემ, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, დაგეგმა სადამრიგებლო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ესაუბრა მოსწავლეებს ხელოვნების როლზე ადამიანის ცხოვრებაში. შემდეგ
ეტაპზე მიიწვია სკოლის უფროსკლასელები. მე-10ბ კლასის (დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) მოსწავლეებმა - გეგა ჭულუხაძემ, ანი ჩუბინიძემ და ანი ტალახაძემ, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე - „მსოფლიო კინოს
ისტორია“.

მათ ბავშვებს გააცნეს პირველი კინოკადრები, მუნჯური კინოს ფირები და ესაუბრნენ თანამედროვე კინოინდუსტრიაზე. ჩაატარეს ვიქტორინა და ითამაშეს „კინო-ლოტო“. ღონისძიებამ მეშვიდეკლასელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მოწონება დაიმსახურა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დირექცია და სასკოლო საზოგადოება მიესალმება ასეთ აქტივობებს, რადგან იგი ხელს უწყობს კომუნიკაციის ხარვეზების გადალახვას, სასწავლო პროცესს უფრო დინამიურს და საინტერესოს ხდის. ასევე მადლობას უხდან მეათეკლასელებს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და საინტერესო პრეზენტაციების წარმოდგენისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება