სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაუვიწყარი საახალწლო ღონისძიება მაჭატიის საჯარო სკოლაში 
24-12-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა სომხურენოვანია, ღონისძიება სრულად ქართულ ენაზე წარიმართა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლაში სახელმწიფო ენის საფუძვლიანად სწავლების მნიშვნელობასა და საქმეში მიღწეულ წარმატებას წარმატებას.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებმა - ვენერა მღებრიშვილმა და ხათუნა ლომიძემ.

მათ ბავშვებს დაუვიწყარი, სითბოთი სავსე დღე აჩუქეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, მცირე სცენები და საახალწლო წარმოდგენები ქართულ ენაზე, რაც მათი შრომისა და მონდომების ნათელი მაგალითი იყო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ სადღესასწაულო განწყობა შექმნა და ერთდროულად შეასრულა საგანმანათლებლო და კულტურული მისია - ხელი შეუწყო მოსწავლეთა ენობრივი უნარების განვითარებას, თავდაჯერებულობის ამაღლებასა და ქართული კულტურისადმი ინტერესის გაღვივებას.

„ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ინტეგრაციის პროცესში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწავლა შეიძლება იყოს სიხარულით, შემოქმედებითობითა და დღესასწაულის განწყობით სავსე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება