| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია, როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი თუ საზეიმო ღონისძიებით. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი განწყობის ამაღლებას.
რაღა თქმა უნდა, წინასაახალწლოდ სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ბილინგური სპეციალისტის იზოლდა ფოცხვერაშვილის ინიციატივით და ორ ენაზე წარიმართა.
ღონისძიებაში მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და სცენაზე ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს.
ბავშვებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა