| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. გაკვეთილებს ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდება და მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს აძლევს.
ახლახან, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ლალი სვანიძემ - მე-2 კლასში ჩაატარა ღია საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - მუხრან მაჭავარიანის ლექსი - „მზექალა და თინა“.
გაკვეთილი გამოირჩეოდა სტრუქტურული სიზუსტითა და მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით. სწავლების პროცესში ეფექტურად დაინერგა ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა, „პერსონაჟის რუკა“ და „თხრობის რუკა“, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტექსტის გააზრებასა და პერსონაჟთა ხასიათების ამოცნობას.
მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს გაწაფულ კითხვაში — კითხვა წყვილებში და კითხვა აბზაცებით, რაც ავითარებდა მათ კითხვის ტექნიკასა და აზროვნებას.
გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეს წინადადებები, რითაც კიდევ უფრო განმტკიცდა მათი ლექსიკური მარაგი და მეტყველების უნარები.
ღია გაკვეთილი გამოირჩეოდა აქტიური ჩართულობით, პოზიტიური სასწავლო გარემოთი და თანამედროვე სწავლების პრინციპების წარმატებული განხორციელებით.
სასწავლო პროცესს ესწრებოდნენ ხარისხის ჯგუფის წევრები, რომელთაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
„წარმატებას ვუსურვებთ ლალი მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა