| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა სუფევს.
წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და 19 დეკემბერს მოსწავლე-მასწავლებლებმა საზეიმოდ აანთეს ნაძვის ხე. 22 დეკემბერს კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მე-9 კლასელებთან ერთად ჩაატარეს საახალწლო ღონისძიება დევიზით - „მოდის, მოდის ახალი წელი”.
მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
პირველი (ეკატერინე თედეშვილი), მე-2 (თეონა გელაშვილი) და მე-5 (ციცინო ნოზაძე) კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები. მე-3 (ანა ხმალაძე), მე-4 (ლელა მჭედლიძე) და მე-9 (მაია რიჟამაძე) კლასების მოსწავლეებმა კი შეასრულეს სიმღერები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა საყვარელი ზღაპრის გმირები - ფიფქია და 7 ჯუჯა, წიწილები, კომბლე.
ღონისძიება დასრულდა საშობაო სიმღერით, რომელიც ღონისძიების ყველა მონაწილემ და ორგანიზატორთან - მაია რიჟამაძესთან ერთად შეასრულა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სამაგისტრო გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა
ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს