სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დინამიურობით, რესურსებითა და მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობებით გამორჩეული ქართული ენისა და ლიტერატურის საჩვენებელი გაკვეთილი დეხვირის საჯარო სკოლაში
24-12-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ახლახან, VI კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ხოშტარიამ ჩაატარა საგნობრივად ღრმა და მრავალფეროვანი საჩვენებელი გაკვეთილი, რომლის თემა იყო ლადო ასათიანის ლექსი -„ბარდნალა“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო:

  • ლექსის მხატვრულად წაკითხვა, გააზრება და ემოციური აღქმა;
  • ტექსტის შინაარსობრივი ანალიზი და ძირითადი იდეების ამოკითხვა;
  • ახსნილი მასალის გააზრება და დამახსოვრება;
  • მიღებული ცოდნის რეალურ სიტუაციებში გადატანა (ტრანსფერი).

გაკვეთილი გამოირჩეოდა დინამიურობით, შემოქმედებითი რესურსებითა და მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობდა მოსწავლეთა ჩართულობას, კრიტიკული აზროვნებისა და ენობრივი უნარების განვითარებას.  

საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდა ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასა.

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგ თამარ ხოშტარიას საინტერესო და ინოვაციური მიდგომებისთვის, VI კლასის მოსწავლეს კი აქტიურობისათვის. 

„წარმატებას გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება