სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში გაჩნდა სივრცე, სადაც ბავშვები შეძლებენ უკეთ შეიმეცნონ სამყარო“ - შილდის N2 სკოლაში ფიზიკის ლაბორატორია მოეწყო 
23-12-2025
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში, ადგილობრივი მრეწველობის ფინანსური მხარდაჭერით, ფიზიკის ლაბორატორია მოეწყო. 

სპონსორი სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა მაია ხმიადაშვილმა მოიზიდა. მოსწავლეები საჩუქარს დიდი სიხარულით შეხვდნენ. როგორც სკოლაში გვეუბნებიან ხარისხიანი ცოდნის მისაღებად საჭიროა ტექნოლოგიების ინტეგრაცია, რაც სწავლას უფრო ინტერაქტიულს ხდის. ამის საშუალება სკოლას ხშირად არ აქვს, ამიტომ საჭიროა გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოების, კერძოდ ბიზნესის მხრიდან, ასეც მოხდა:

„სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა, მაია ხმიადაშვილმა თანადგომისთვის მიმართა სოფელ შილდაში არსებული ჰიდროელექტრროსადგურის ხელმძღვანელობას და მათაც გამოიჩინეს გულისხმიერება და ფინანსურად მხარი დაგვიჭირეს, რითაც მასწავლებელმა ორივე სკოლისათვის შეიძინა ფიზიკის ლაბორატორია, მონიტორები და ინვენტარი ფიზიკის ლაბორატორიის მოსაწყობად.

გვსურს, დიდი მადლიერება გამოვხატოთ ამ ორგანიზაციის მიმართ იმ განსაკუთრებული გულისხმიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც შილდის პირველი და მეორე საჯარო სკოლების მხარდაჭერით გამოიჩინეთ.

განსაკუთრებით ამაღელვებელია იმის დანახვა, თუ როგორი ენთუზიაზმითა და ინტერესით შეხვდნენ ბავშვები სიახლეებს, მათი მხარდაჭერითა და ფიზიკის მასწავლებლის, მაია ხმიადაშვილის დაუღალავი შრომით, ჩვენს სკოლებში გაჩნდა სივრცე, სადაც ბავშვები შეძლებენ იოცნებონ, ატარონ ცდები და უკეთ შეიმეცნონ სამყარო.

არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე მოსწავლეების გახარებული თვალები და იმის განცდა, რომ მათ გვერდით დგანან ადამიანები, რომლებისთვისაც მათი განათლება და მომავალი მნიშვნელოვანია. თქვენი ეს კეთილი ნება სცილდება უბრალო ფინანსურ დახმარებას — ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესსა და სკოლას ერთად შექმნან უკეთესი ხვალინდელი დღე.

ეს დახმარება პირდაპირ აისახება სასწავლო პროცესის ხარისხზე და ჩვენს მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა პრაქტიკული ექსპერიმენტებით გაიმყარონ. საგანმანათლებლო სფეროში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე ღირებული წვლილია ჩვენი სოფლისა და მომავალი თაობების განვითარებაში.

კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს სპონსორს ამ კეთილშობილური საქმისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება