| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
2025 წლის საგნობრივ საშემოდგომო ჩემპიონატს დიდი მონდომებით შეუერთდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლუკა ჭკადუა, დაჩი ჭკადუა, ზურა დავითიანი და ნინო დავითიანი. ოთხივე მოსწავლემ ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონატის ლიდერთა ათეულში მოხვდა.
მეორეკლასელი ლუკა ჭკადუა - ქართული ენა/ლიტერატურისა და მათემატიკის ოლიმპიადების ლიდერთა ათეულშია. ოლიმპიადის ლიდერთა ათეულებში საპატიო ადგილს იკავებენ მე-2 კლასელი დაჩი ჭკადუა (ქართული ენა და ლიტერატურა) და მე-4 კლასელი ზურა დავითიანი (მათემატიკა), მე-5 კლასელი ნინო დავითიანი (ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა). მოსწავლეებს დამსახურებული დიპლომები მიენიჭათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა