სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სახელოვანი თანამემამულენი - მერაბ კოსტავა“ - წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კედლის გაზეთი შექმნეს 
22-12-2025
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში. 

მათ შორის, მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელის - ია ირემაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს მეტად საინტერესო პროექტზე სახელწოდებით - „ჩვენი სახელოვანი თანამემამულენი - მერაბ კოსტავა“.

ეს არის პროექტი, რომელიც სამი სკოლის - წინარეხის, თვალადის, კავთისხევის ისტორიის მასწავლებლებმა, ისტორიის მასწავლებელთა საქართველის ასოციაციის წევრებმა (იმსა) ერთობლივად დაგეგმეს და 2025 წლის 25 ოქტომბერს იმსას პრეზიდენტის - მანანა შეყილაძის ჩართულობით განახორციელეს.

ისინი იმსა-ს მიერ დაგეგმილი ვიზიტის საშუალებით, თავიანთ მოსწავლეებთან ერთად მერაბ კოსტავას მუზეუმს ესტუმრნენ, რათა გაცნობოდნენ სასახელო თანამემამულის ბიოგრაფიულ და ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს.

წინარეხის სკოლის მოსწავლეებმა 5 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში, დაამზადეს კედლის გაზეთი „ჩვენი სახელოვანი თანამემამულენი - მერაბ კოსტავა, რომელშიც ეროვნული გმირის ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოებიც ასახეს.

პროექტი დასრულდა 13 ნოემბერს. სამი სკოლის ისტორიის მასწავლებლებმა - ია ირემაშვილმა, ელზა ახლოურმა, ნანა მაღლაფერიძე,მ მოსწავლეებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტში არსებული მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს სახელოვან მამულიშვილს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება