სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი თბილისის N108 სკოლაში- მოსწავლეებმა „აბოს წამების“ იდეური სათქმელი არაბთა ბატონობის ისტორიულ კონტექსტში განიხილეს
22-12-2025
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე, საინტერესო და ეფექტურ მეთოდებს მიმართავენ. 

აღსანიშნავია, მე-10ვ კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და ქართულ ენა/ ლიტერატურაში სახელწოდებით - „მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი“ იოანე საბანიძის „აბოს წამების“ მიხედვით.

გაკვეთილი დაეთმო იოანე საბანისძის ტექსტის გააზრებასა და მისი იდეური სათქმელის განხილვას არაბთა ბატონობის ისტორიულ კონტექსტში საქართველოში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ისტორიული ცნობიერების, ტექსტის სიღრმისეული ანალიზისა და ეროვნული იდენტობის საკითხებზე გააზრებული მსჯელობის უნარის განვითარება.

სასწავლო პროცესში ყურადღება გამახვილდა იოანე საბანისძის მიერ წარმოჩენილ ფასეულობებზე, განსაკუთრებით რწმენის, სამშობლოსა და ტრადიციის ერთგულებაზე, როგორც კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალებებზე. ტექსტის ანალიზი განხორციელდა აბო თბილელის სახის მაგალითზე, რომელიც ავტორის მიერ წარმოჩენილია, როგორც პიროვნული თავისუფლებისა და მოქალაქეობრივი არჩევანის სიმბოლო არაბთა პოლიტიკური და რელიგიური ზეწოლის პირობებში.

ისტორიული კონტექსტის განხილვამ მოსწავლეებს გააცნო არაბთა ბატონობის გავლენა საქართველოს საზოგადოებრივ, რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაზე და დაეხმარა დაენახათ ლიტერატურული ტექსტი არა მხოლოდ როგორც მხატვრული წყარო, არამედ როგორც ეპოქის ისტორიული დოკუმენტი. კითხვა-პასუხისა და არგუმენტირებულ მსჯელობაზე დაფუძნებულმა მუშაობამ ხელი შეუწყო ტექსტის თანამედროვე რეალობასთან დაკავშირებას.

„რეფლექსიის შედეგად გამოიკვეთა, რომ ინტეგრირებულმა მიდგომამ ეფექტურად წარმოაჩინა იოანე საბანისძის მთავარი სათქმელი — ეროვნული და სულიერი თვითმყოფადობის დაცვა უცხო ძალის ბატონობის პირობებში. აღნიშნულმა გაკვეთილმა გააძლიერა მოსწავლეთა ანალიტიკური უნარები და დაადასტურა ისტორიისა და ქართული ენის ინტეგრაციის მნიშვნელობა ღირებულებითი განათლების პროცესში“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება