| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები შესაძლებლობების წარმოსაჩენად სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ, მათი წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა.
ამჯერად, ანა შარაშიძემ და ბარბარე ტრაპაიძემ ასახელეს სკოლა. მოსწავლეები, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედით, შექმნილი გრაფიკული, ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა საშემოდგომო გამოფენაში - „გვაქვს უთვალავი ფერითა“, წარმატებული მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„იანეულის საჯარო სკოლა ულოცავს ანა შარაშიძეს და ბარბარე ტრაპაიძეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედით მოსწავლეთა მიერ შექმნილი გრაფიკული ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა საშემოდგომო გამოფენაში - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გამარჯვებას და მადლობას უხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მენეჯერს ქალბატონ მზია კვინტრაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა